შესყიდვების სპეციალისტი
ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია ჯეო-ელექტრონისთვის.
კომპანია ჯეო-ელექტრონი არის ელექტრო-სამონტაჟო სისტემების ორგანიზაცია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სერვისების ფართო ასორტიმენტს შემდეგი მიმართულებებით: ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები; ელექტრომოწყობილობების წარმოება; სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო სათვალთვალო სისტემები; განათების სისტემები; მონაცემდა გადაცემის სისტემა და შიდა ქსელები; მაგისტრატული ელექტროგადამცები ხაზების მშენებლობა.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების სურვილი და უნარი, ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის გრძნობა; არიან გუნდურები, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და შრომისმოყვარე.
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.)
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
• შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, მართვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
• პროექტისთვის წინასწარ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად, შესასყიდი
საქონლის/მომსახურების ფასის ანალიზი ქართულ და უცხოურ ბაზარზე;
• ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ სპეციფიკის შესაბამისად, შესყიდვის საგნის (საქონელი, მომსახურება) ადგილის, მოწოდების პირობებისა და ვადების შესწავლა და შედარებითი ანალიზი;
• არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
• ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, საუკეთესო მომწოდებლების გამოვლენის მიზნით და მათთან კომუნიკაცია;
• მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და საუკეთესო პირობებზე მოლაპარაკება;
• შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის ალტერნატივების მომზადება;
• სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება საკუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვების კუთხით;
• შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
• შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა სატრანსპორტო კომპანიებთან;
• განბაჟების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
• შესყიდული ტვირთის საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირების კონტროლი;
• პერიოდული რეპორტის წარმოება უშუალო ხელმძღვვანელისთვის;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
• საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 24 ივლისისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.